თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში
სულები, სტუმრები და გარეული ცხოველები - Supra4Ever

ფილმი, პერფორმანსი და ვახშამი

1 სექტემბერი, 20:00 სთ

2 სექტემბერი, 23:00 სთ 

მდებარეობა: რესტორანი "ეზო" 
მისამართი: გ. ქიქოძის ქ. #16 

 

 

პერფორმანსი-ინსტალაცია სულები, სტუმრები და გარეული ცხოველები მორფოლოგიური ინსტიტუტის და ქართველი ხელოვანების ლევან გელბახიანის, თაკო კეკელიძის და სანდრო შერვაშიძის ერთობლივი ნამუშევარია.

პერფორმანსზე მუშაობა ორ ეტაპს მოიცავდა: 2016 წლის მარტში 3 კვირის მანძილზე ვმუშაობდით ფილმის გადაღებაზე თბილისში. 2016 წლის შემოდგომაზე რეპეტიციები ჩავატარეთ შვეიცარიაში სუფრა მარადის (Supra4Ever) მოსამზადებლად. ორივე ნაწილის - ფილმის და პერფორმანსის პრემიერა გაიმართა შვეიცარიაში, ბაზელის ROXY თეატრში 2016 წლის სექტემბერში.

მორფოლოგიურმა ინსტიტუტმა გადაწყვიტა, მისი საქმიანობის არეალი გაეფართოვებინა და შვეიცარული ტრადიციებიდან ყურადღება გადაეტანა სხვა ქვეყნებისა და ხალხების რიტუალებისა და ტრადიციებისადმი. საქართველოსთან ერთობლივი პროექტის განხორციელება მოულოდნელად დაიწყო, თუმცა თანდათან დიდი ენთუზიაზმით განვითარდა. ქართველ მოცეკვავეებთან და მუსიკოსებთან შეხვედრის და რამდენიმე ქართული სუფრის შემდეგ დავდექით შეკითხვის წინაშე: როგორ შეიძლება სუფრის უძველესი ტრადიციის პრინციპების გადათარგმნა ჩვენს სამყაროში? როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ შორეული ქვეყნის რიტუალის რეკონსტრუქცია ისე, რომ მისი მისტიურობა 3653 კმ-ის დაშორებითაც იგრძნობოდეს? მოსაძებნი იყო ფორმა, რომელიც საუკეთესოდ მოახდენდა სუფრის შემადგენელი ეგზისტენციალური თემების რეფლექტირებას.

"ჩვენი პერფორმანს-ინსტალაციის მაყურებელი ნამდვილი, ნაწილობრივ ”დადგმული” სუფრის ნაწილი ხდება. ჩვენ ყველანი ერთად-ყოფნას ვზეიმობთ. მაყურებელი სუფრის გარშემო ჯდება, ირჩევს თამადას, ტრადიციულ ქართულ ხაჭაპურსა და ჭაჭას აგემოვნებს. თეატრალური გარემო თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოდ სუფრის მსველელობაში ან უბრალოდ დააკვირდეს მას."

 

მონაწილეობენ: ლევან გელბახიანი, თაკო კეკელიძე, ნიკ ლოიდი, ჰეტა მულტანენი, ივ რეგენასი, სალომე შნეებელი, სანდრო შერვაშიძე და დემიან ვოლერივოდეო: მარიამ ბერაძე, ლევან გელბახიანი, ანანო კაპუნაძე, თაკო კეკელიძე, ნიკ ლოიდი, მაქს მაჩაიძე, სოფო ნადიბაიძე, ივ რეგენასი, სანდრო შერვაშიძე, მაია სუმბაძე და 40 შემსრულებელი და მონაწილე.

ბილეთები: ბილეთების შეზღუდული რაოდენობის შეძენა შესაძლებელი იქნება www.biletebi.ge-ზე
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების შეძენა ეხება უშუალოდ იმ მაგიდას, სადაც გაიმართება პერფორმანსი. სხვა მხრივ რესტორნი იფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში.)

ბილეთების შესაძლენად მიჰევით ბმულს: https://biletebi.ge/platforma-tsvilebebistvis/sulebi-stumrebi-da-gareuli-tskhovelebi-supra4ever-ghosts-guests-and-wild-beasts-supra4ever

პროექტი დაფინანსებულია სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მიერ.

ფესტივალის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია
ფესტივალის პარტნიორია რესტორანი “ეზო”