თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში

ფესტივალი

ფესტივალი თბილისში 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარების და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას. ფესტივალის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO) და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია “პლატფორმა ცვლილებებისთვის”, რომლის მიზანია კულტურის როლის, როგორც სოციალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საერთაშორისო დონეზე ინოვაციურ სახელოვნებო პრაქტიკაზე და მრავალფეროვან პრეზენტაციის ფორმებზე დისკურსის გაფართოებით.

ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. წლის განმავლობაში ფესტივალი რეგულარულად ახორციელებს თანამედროვე ცეკვისა და ქორეოგრაფიის საგანმანათლებლო აქტივობებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მასტერკლასების, ვოქშოფებისა და საზაფხულო სკოლების სახით, სადაც ადგილობრივ დამწყებ მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს საშუალება ეძლევათ, გაიზიარონ აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო პედაგოგებისა და პროფესიონალების გამოცდილება. ყოველწლიურად, ივნისის პირველ ნახევარში თბილისში ფესტივალი წარადგენს თანამედროვე ცეკვის პროგრამას, სადაც ფართო საზოგადოებას საერთაშორისო თანამედროვე საცეკვაო დასების წარმოდგენებთან ერთად საშუალება ეძლევა დაესწროს სამხრეთკავკასიელი ახალგაზრდა ქორეოგრაფების წარმოდგენებს.

პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიაში სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მიერ.

 

ვრცლად